თამასუქი

ფასიანი ქაღალდი, დოკუმენტი, რომლითაც მისი გამცემი პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა პირადად ან ან სხვა პირს ავალებს მის გადახდას. თამასუქი შეიძლება იყოს გადასაპირებელი (ტრატა) და მარტივი (ხოლო თამასუქი). გადასაპირებელი თამასუქით თამასუქის გამცემი ავალებს სხვა პირს გადაუხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა თამასუქში მითითებულ პირს. მარტივი თამასუქით მისი გამცემი კისრულობს ვალდებულებას თვითონ გადაიხადოს თამასუქში მითითებული თანხა.
 
Source: საქართველოს კანონი „თამასუქის შესახებ“, 1995 წლის 19 აპრილი

იპოთეკური სესხი

რა არის იპოთეკური სესხი?

იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, რომელსაც გასცემს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, მათ შორის, ბანკი. იპოთეკის ხელშეკრულება ფორმდება წერილობითი ფორმით  და რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

იპოთეკის რეგისტრაციისას დიდი მნიშვნელობა აქვს რიგითობას.

პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნა უპირატესია ყველა მომდევნო იპოთეკარის მოთხოვნაზე.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება იპოთეკური სესხის გაცემის დროს?

იპოთეკური სესხის გასაცემად და შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ, ჰყავს თუ არა გარდამავალი უფლებით დასატვირთ ქონებას სხვა რიგის იპოთეკარი. ამისათვის:

- მიმართეთ საჯარო რეესტრს;
- მოითხოვეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;
- თავადვე განაახლეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი და დაიზღვიეთ თავი შესაძლო გართულებებისაგან;
- თუ საჯარო რეესტრის ამონაწერს წარმოგიდგენთ ქონების მფლობელი, ყურადღება მიაქციეთ მისი გაცემის თარიღს;
- თავადვე გადაამოწმეთ იპოთეკით დასატვირთი ქონება. დარწმუნდით, ნამდვილად შეესაბამება თუ არა მესაკუთრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

რა პრობლემები შეიძლება შეგექმნათ, თუ გარდამავალი უფლებით დასატვირთ ქონებას რამდენიმე წინა რიგის იპოთეკარი ჰყავს?

თუ გაეცით იპოთეკური სესხი და გააფორმეთ შესაბამისი ხელშეკრულება, ხოლო ქონებას, რომელიც გარდამავალი უფლებით დაიტვირთა, ჰყავდა წინა რიგის 2 იპოთეკარი, ამასთან, თუ მოვალე ვალის დაბრუნებას თავს აარიდებს და სააღსრულებო ბიუროს ვალის ამოღების მიზნით მიმართავს მეორე რიგის იპოთეკარი, თქვენ შეიძლება დაკარგოთ უფლება იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე და ვალის დაბრუნების შანსი.

გაითვალისწინეთ:

თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოების დაწყების მოთხოვნით მომართა მეორე რიგის იპოთეკარმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოახდინა იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი აუქციონის გზით რეალიზაცია:

    რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით დაკმაყოფილდება მეორე რიგის იპოთეკარის მოთხოვნა;
    პირველი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია

საქართველოს კანონი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო

ორგანიზაციების საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება და მათი

განვითარებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნა. 

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  მიკროლიზინგი –  ლიზინგი,  რომლის ღირებულება განისაზღვრება

მიკროკრედიტის დადგენილი ზღვრით;

ბ)  რეგისტრაცია –  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი

იურიდიული პირის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია საქართველოს საფინანსო

ზედამხედველობის სააგენტოში; (14.03.2008 N5924)

გ)  საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო  (შემდგომში –

სააგენტო) – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“  საქართველოს ორგანული

კანონით შექმნილი ორგანო, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას საფინანსო

სექტორზე. (14.03.2008 N5924)

2.  ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს

საკანონმდებლო აქტებით დადგენილი მნიშვნელობა.

მუხლი 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია

1.  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის

საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით

დაფუძნებული იურიდიული პირი,  რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე

რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ და ახორციელებს ამ კანონით

გათვალისწინებულ საქმიანობას სააგენტოს ზედამხედველობით. (14.03.2008 N5924)

2.  მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის სავალდებულოა სამეთვალყურეო

საბჭოს შექმნა,  რომლის მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს სააქციო

საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თაობაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს

კანონით დადგენილი წესები. 

3. მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა უფლებამოსილი, თავის საფირმო

სახელწოდებაში  „მეწარმეთა შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული

აღნიშვნის გარდა შეიტანოს ტერმინი  „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია“  ან მისი

აბრევიატურა „მისო“.

4.  თუ სააგენტო შემოწმების შედეგად დაადგენს,  რომ მიკროსაფინანსო

ორგანიზაციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, სააგენტო უფლებამოსილია,

 გააფრთხილოს იგი ან მიიღოს გადაწყვეტილება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. (14.03.2008 N5924)

მუხლი 4. მიკროსაფინანსო საქმიანობა

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ

შემდეგი საქმიანობა:

ა)  იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების,  მათ შორის,

სამომხმარებლო,  სალომბარდო,  იპოთეკური,  არაუზრუნველყოფილი,  ჯგუფური და

სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა;

ბ) ინვესტირება სახელმწიფო  და საჯარო ფასიან ქაღალდებში;

გ) ფულადი გზავნილების განხორციელება;

დ) სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება;

ე) მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების

გაწევა;

ვ)  სესხების  (კრედიტების)  მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი

იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან;

ზ) იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალის წილების ფლობა, რომელთა

ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის

საწესდებო კაპიტალის 15%-ს;

თ)  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური

მომსახურებები და ოპერაციები, მათ შორის, მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, ვალუტის

გადაცვლა,  თამასუქების,  ობლიგაციების გამოშვება,  რეალიზაცია,  გამოსყიდვა და

მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები.

2.  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია,  განახორციელოს ამ

კანონით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სააგენტოს მიერ მისი,  როგორც

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის,  რეგისტრაციის    შემდეგ,  რომლის წესსა და

პირობებს განსაზღვრავს სააგენტო. (14.03.2008 N5924)

3.  მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც

ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისაგან.

მუხლი 5. მიკროკრედიტის ცნება და ოდენობა 

1.  მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის,  დაბრუნებადობის, ფასიანობის

და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე

გაცემული ფულადი თანხა.

2.  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის

მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღემატებოდეს 50000

(ორმოცდაათი ათას) ლარს.

მუხლი 6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალიმიკროსაფინანსო ორგანიზაციის

საწესდებო კაპიტალში ფულადი შესატანი არ

უნდა იყოს 250000 (ორას ორმოცდაათი ათას)  ლარზე ნაკლები.  ამ თანხის ზემოთ

წესდებით დადგენილი საწესდებო კაპიტალის სრული ოდენობის ფულადი ან/და

არაფულადი ფორმით შევსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის

შესაბამისად.

მუხლი 7.  შესაფერისობის კრიტერიუმები  

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი  (დირექტორთა საბჭოს წევრი)

არ შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე კომერციული ბანკის,  არასაბანკო

სადეპოზიტო დაწესებულების –  საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო

ორგანიზაციის პარტნიორი  (აქციონერი),  სამეთვალყურეო ან/და დირექტორთა

საბჭოს წევრი.

2. პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი, თუ:

ა)  მონაწილეობდა ოპერაციაში,  რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა

კომერციულ ბანკს,  არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს

ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას,  ან შელახა კომერციული ბანკის ან

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის დეპოზიტართა ან

სხვა კრედიტორთა უფლებები,  ან გამოიწვია კომერციული ბანკის,  არასაბანკო

სადეპოზიტო დაწესებულების –  საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო

ორგანიზაციის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;

ბ)  წარსულში იყო კომერციული ბანკის,  საკრედიტო კავშირის ან სხვა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად

აღნიშნული კომერციული ბანკი,  საკრედიტო კავშირი ან მიკროსაფინანსო

ორგანიზაცია გადახდისუუნარო გახდა;

გ)  არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე კომერციული ბანკის,

საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ;

დ)  გამოცხადებულია გაკოტრებულად ან ნასამართლევია საქართველოს

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეკონომიკური დანაშაულის

ჩადენისათვის და არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორს ეკრძალება მონაწილეობა იმ

საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში,  რომლის მიმართაც მას პირადი ინტერესი

აქვს.

მუხლი 8. აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია:

ა)  აწარმოოს    გამჭვირვალე ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება და

დაიცვას საჯაროობის პრინციპი;

ბ)  შეიმუშაოს და განახორციელოს შიდა კონტროლის სისტემა და

პროცედურები; გ)  ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი აუდიტორული შემოწმების

ჩასატარებლად   საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ)  აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს

კანონმდებლობის შესაბამისად;

ე)  წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება სააგენტოს.  ანგარიშგების ფორმა და

წარდგენის ვადა განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით; (14.03.2008 N5924)

ვ) იყოს პასუხისმგებელი ანგარიშგების უტყუარობაზე, ასევე  ინფორმაციის და

ანგარიშგების სრულად  წარდგენაზე;

ზ)  ყოველწლიურად გამოაქვეყნოს ბეჭდვით ორგანოში სამეურნეო წლის

ფინანსური ანგარიშგება  და გარეაუდიტორული დასკვნა.

2.  თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ მუხლით გათვალისწინებულ

ფინანსურ ანგარიშგებას ზედიზედ ორჯერ არ წარუდგენს სააგენტოს მის მიერვე

დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით,  სააგენტო უფლებამოსილია,  გააუქმოს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია. (14.03.2008 N5924)

3.  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია 6  წლის განმავლობაში

შეინახოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)  საბუღალტრო წიგნები,  საინვენტარიზაციო აღწერილობა,  ბალანსი,  ასევე

მათი გაგებისათვის აუცილებელი ინსტრუქციები და სხვა ორგანიზაციული

დოკუმენტები;

ბ)  საბუღალტრო წიგნში ჩანაწერების დამადასტურებელი ბუღალტრული

დოკუმენტები.

მუხლი 9. მიკროსესხის გაცემის პირობები

1.  მიკროსესხის გაცემის თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და

მსესხებელს შორის იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება ამ კანონისა და

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

2.  ამ მუხლით გათვალისწინებული სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან

ინდივიდუალური,  უზრუნველყოფილი ან საბლანკო.  მიკროსესხის გაცემის წესებს

და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

3.  საპროცენტო განაკვეთის ოდენობას,  საკომისიო გასამრჯელოს და

მომსახურების გადასახდელს ადგენს  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

4.  მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლია განახორციელოს კონტროლი

მსესხებლის მიერ კრედიტის გამოყენების მიზნობრიობაზე,  ხოლო მსესხებელი

ვალდებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოს ასეთი კონტროლის

განხორციელების შესაძლებლობით.  თუ მსესხებელი არ შეასრულებს კრედიტის

მიზნობრივად გამოყენების ვალდებულებას,  მიკროსაფინანსო ორგანიზაციას

უფლება აქვს უარი თქვას კრედიტის გაცემის თაობაზე ხელშეკრულების

შესრულებაზე გაუცემელი კრედიტის ნაწილში და მოითხოვოს კრედიტის გაცემული

ნაწილის ვადამდე დაფარვა. მუხლი 10.   ინფორმაციის კონფიდენციალობა

1.  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის

კონფიდენციალობა.

2.  მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არსებული ინფორმაცია მსესხებლის

შესახებ შეიძლება მიეცეს მხოლოდ თავად მსესხებელს,  მის წარმომადგენლებს,

სააგენტოს,  აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ

შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს ეს

ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით ან

მსესხებელთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. (14.03.2008 N5924)

3.  სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს,  აგრეთვე საგადასახადო

სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე

ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოებისათვის,  მასობრივი ინფორმაციის

საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის საჯარო გამოყენება.

მუხლი 11. გარდამავალი დებულებანი (11.07.2007 N5254)

1.  ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის

სტატუსით რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების

დაფუძნების შემთხვევაში ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წესდებებით

განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ თავიანთი

გადაწყვეტილებებით დაადგინონ შეზღუდული პასუხისმგებლობის

საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ოდენობა ამ

კანონის მე-6  მუხლის შესაბამისად  (სააქციო საზოგადოებისათვის დაადგინონ

აქციების ნომინალური ღირებულება).

2.  საწესდებო კაპიტალში არაფულადი შენატანის შეტანისას ამ კანონის

ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით

რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2007 წლის 30 ნოემბრამდე

მოახდინონ შესაბამისი ქონების აუდიტორული შეფასება.

3.  ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის

სტატუსით რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წესდებებით

განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებს მიეცეთ უფლება,  გაასხვისონ ამ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაფუძნებული საზოგადოებების წილები

(აქციები) და დაადგინონ მათი გასხვისების წესი.

4.  ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით

რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე   2007 წლის 31 დეკემბრამდე არ

ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2  ნაწილით

გათვალისწინებული მოთხოვნები.

მუხლი 12. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                     მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 18 ივლისი.

N 3482 - რს

როგორ გადავიხადო?

რიკო კრედიტში არსებულ სესხებზე გადახდების განხორციელების  დროს აუცილებელია იცოდეთ შემდეგი ღილაკების მნიშვნელობა:

 

პროცენტის გადახდა-გადავადება
სესხის შემცირება

სესხის სრულად დაფარვა:

 

პროცენტის გადახდა-გადავადება

ღილაკის „პროცენტის გადახდა გადავადება“ არჩევის შემთხვევაში, ფეი აპარატის მეშვეობით გადაიხდება სესხზე დარიცხული პროცენტის თანხა და სესხი გადავადდება კონტრაქტში გათვალისწინებული პერიოდით, ზედემტობით შეტანილი თანხით შემცირდება სესხის ძირითადი თანხა.

 

სესხის შემცირება

ღილაკის „სესხის შემცირება“ არჩევის შემთხვეაში, ფეი აპარატის მეშვებოით შემცირდება სესხის ძირითადი თანხა.

 

სესხის სრულად დაფარვა:

ღილაკის „სესხის სრულად დაფარვა“ არჩევის შემთხვევაში ფეი აპარატის მეშვეობით სრულად დაიფარება მიმდინარე სესხი.

ერთჯერადად ჩასარიცხი თანხის მაქსიმალური ოდენობა არის 1499.00 ლარი,იმ შმეთხვევაში თუ სესხის თანხა აღემატება 1499.00 ლარს, გთხოვთ ისარგებლოთ ღილაკით „სესხის შემცირება“



სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისას, არსებული ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, თანხის გადახდისას აპარატი ხურდას არ აბრუნებს, ხურდის დასაბრუნებლად მიმართეთ ჩვენს სალაროებს

 

პრეტენზიის მიღების ფორმა

 

პრეტენზიები ელექტრონულად მიიღება შემდეგ ელ-მისამართზე service@rico.ge

 

აღნიშნულ ელ-მისამართზე უნდა გამოიგზავნოს პრეტენზიის დაფიქსირების ბლანკი, სრულად შევსებული.

 

ბლანკის ჩამოტვირთვა ↓

ოქროს თამასუქი
sesxi