„ოქროს თამასუქი“
2008 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტმა“ ბაზარს იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და  უნიკალური პროდუქტი  „ოქროს თამასუქი“ შესთავაზა. პროდუქტი დღემდე რჩება ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მყარ და მაღალსარგებლიან პროდუქტად, რომელსაც ორგანიზაცია  საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს.


რა არის „ოქროს თამასუქი“:
„ოქროს თამასუქი“ ეს გახლავთ ფასიანი ქაღალდი, რომლის შეძენაც შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს „რიკო კრედიტში“ თანხის დაბანდებით.

რა უპირატესობა აქვს „ოქროს თამასუქს“:
ფასიანი ქაღალდი „ოქროს თამასუქი“ მომხმარებლის რჩეული პროდუქტია, რომელიც ბაზარზე გამოირჩევა შეთავაზებული მაღალსარგებლიანი, მყარი და მომგებიანი  პირობებით. 


რატომ ირჩევს მომხარებელი „ოქროს თამასუქს“:
ბაზარზე არსებული მიახლოებული პროდუქტებისგან „ოქროს თამასუქი“ გამოირჩევა  უპრეცედენტო დაცულობით.

 

„ოქროს თამასუქის“ პირობები:

ეროვნულ ვალუტაში ოქროს თამასუქის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თამასუქზე შემოსატანი თანხა აღემატება 100 000 ლარის ეკვივალენტს

აშშ დოლარში/ევროში ოქროს თამასუქის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თამასუქზე შემოსატანი თანხის ეკვივალენტი ლარში, აღემატება 100 000 ლარს.

თამასუქის გახსნა ასევე შესაძლებელია თუ უკვე არსებული თამასუქის თანხები და შემოსტანი თანხების ჯამი აღემატება 100 000 ლარის ეკვივალენტს


თამასუქის  ნებისმიერ დროს განაღდების უფლებით სარგებელი შეადგენს:
დოლარში - 5%
ლარში - 8%


ჩაკეტილი თამასუქის დროს სარგებლის პროცენტი შეადგენს:
დოლარში - 7%
ლარში - 12%
ევროში - 3%


ჩაკეტილი თამასუქის შემთხვევაში თამასუქის მფლობელი იღებს მხოლოდ პროცენტულ სარგებელს, ხოლო ძირითადი თანხა წლის განმავლობაში რჩება უცვლელი.


სარგებლის მიღება შესაძლებელია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.


სარგებლის უნაღდო ანგარიშსწორებით მისაღებად თამასუქის მფლობელმა განაცხადში უნდა მიუთითოს „ლიბერთი ბანკის“ ან „თიბისის ბანკის“ საბანკო ანგარიშის ნომერი, რომლის გახსნაც   „რიკო კრედიტის“ სერვის ცენტრებშიცაა  შესაძლებელი.


ყველა ტიპის თამასუქზე, რომელთა საპორცენტო სარგებელი შეადგენს  12%,7%, 3%, 8%, 5% ვრცელდება მეორადი საშემოსავლო ბეგარა 5% და წმინდა წლიური სარგებელი შეადგენს 11.4%, 6.65%, 2.85%, 7.6% და 4.75%.

ოქროს თამასუქი
sesxi