სესხი უძრავი ქონების გარანტიით                                       
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესი“ მომხმარებლებს სთავაზობს იპოთეკურ სესხებს, რომელიც მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნასა და შემოსავალზეა მორგებული. „რიკო კრედიტის“ უმთავრესი ამოცანაა შეთავაზებული პროდუქტები და მისი პირობები გამომდინარეობდეს მომხმარებლის კონკრეტული და რეალური შესაძლებლობიდან.
კომპანიის მიზანია დაიცვას ნებისმიერი ტიპის მომხმარებლის უფლებები, შესთავაზოს ისეთი სასესხო პირობები, რომელიც, უპირველესად, მომხმარებლის სარგებელზე იქნება ორიენტირებული და არ დაუშვას მოსარგებლის უფლებების დარღვევა და უმნიშვნელო დაზარალებაც კი.


საგარანტიო ქონება
სესხით სარგებლობის პირობებიდან გამომდინარე, საგარანტიო ქონება შეიძლება იყოს: თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ხაშურში, სამტრედიაში, თელავში, წყალტუბოში, ფოთსა და მცხეთის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება. კერძოდ: ბინა, საკუთარი სახლი, კომერციული ან არაკომერციული ფართი, აგარაკი, ან მიწის ნაკვეთი.


"რიკო ექსპრესი" გასცემს  ბიზნეს  და სამომხარებელო სესხებს უძრავი ქონების გარანტიით.


საპროცენტო განაკვეთი ბიზნეს სესხზე (გაიცემა აშშ დოლარში) შეადგენს წლიურ 14%-დან, ეფექტური პროცენტი წლიური 14,95%-დან  გასაცემი სესხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 50 000 ლარის ეკვივალენტს აშშ დოლარში. 


იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი ლარში შეადგენს თვეში 2%-დან, ეფექტური პროცენტი წლიური 26,84%-დან სავალდებულოა მხოლოდ პროცენტის გადახდა, ძირითადი თანხის დაფარვა ნებაყოფლობით, 


ხოლო სესხები უცხო ვალუტაში, რომელთა ეკვივალენტი ლარში აღემატება 100 000 ლარს, გაიცემა “რიკო ექსპრესის” პარტნიორი კომპანიის, შპს “რიკო კრედიტის” მეშვეობით.


უძრავი ქონების გარანტიით სესხის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია:
სესხის მისაღებად საჭიროა შემდეგი  აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა:
•    მესაკუთრის პირადობის მოწმობა (ერთად მცხოვრებ პირთა პირადობის მოწმობები,  დამატებითი დოკუმენტაცია  ნოტარიუსის მოთხოვნის შესაბამისად);
•     განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
მომსახურების გადასახადი შეადგენს 15 ლარს;
•     იპოთეკის ხელშეკრულება (დოკუმენტაცია ადგილზე ფორმდება);
•    უძრავი ქონების  შემფასებლის მომსახურების საფასური შეადგენს 45  ლარს;


პროცენტის გადახდა ხდება ყოველთვიურად. სესხზე დარიცხული პროცენტის და სესხის ძირითადი თანხის დაფარვა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით.


 „რიკო კრედიტის“ ქსელში არსებული PAY აპარატები დამატებითი საკომისიოს გარეშე ემსახურება მომხმარებლებს. 
„რიკო კრედიტის“ აპარატებით სარგებლობის უპირატესობებია: მარტივი და სწრაფი მომსახურება, დროის ეკონომია, შეუზღუდავი თანხობრივი ოპერაცია, მოქნილი გამოყენების ფუნქცია, 24 საათიანი მომსახურების რეჟიმი, მყისიერი გადახდის სერვისი.

ნებისმიერი ტიპის იპოთეკური სესხით სარგებლობისას მომხარებელი წინასწარ ეცნობა პირობებსა და შეთავაზებას. მომხმარებელის უფლებებიდან გამომდინარე, ნებისმიერი პირობა არის გამჭვირვალე და კონკრეტული, რაც მომხარებელს იცავს ე.წ დამალული პროცენტებისგან და საკომისიო მომსახურებისაგან. რეფინანსირების შემთხვევაში, თუ მომხარებელი დროულად ვერ ახერხებს მასზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ხელს უწყობს და სთავაზობს გამარტივებულ პირობებს, რომ არ მოხდეს ქონების ლიკვიდაცია და კონკრეტული ჯარიმაც ძირი თანხიდან იქნეს გათვალისწინებული.

კსი  შპს  მისო  “რიკო   ექსპრესი”  არ  არის  ლიცენზირებული  ბანკი  და  ბანკისგან  განხვავებით  მასზე  ვრცელდება  მსუბუქი  ზედამხედველობის  რეჟიმი.  მისი  გაკოტრების  შემთხვევაში,  თქვენ  შესაძლოა  ვერ  დაიბრუნოთ  თქვენი  თნხა.

ოქროს თამასუქი
sesxi