დაფუძნებიდან ორგანიზაცია „რიკო ექსპრესი“ ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია იყო საქართველოში, რომელიც ფულადი გზავნილების უმსხვილესი ორგანიზაცია "მინიგრამის“ პარტნიორი გახდა საქართველოში. მოგვიანებით კი „„რიკო ექსპრესი“-ს პარტნიორ  ორგანიზაციათა რიგს შეემატა „ვესტერნ უნიონი“ (Western Union), „იუნისტრიმი“ და სხვა მრავალი.


დღესდღეობით მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ უკვე  9 პარტნიორი ორგანიზაციის მეშვეობით განახორციელონ ყველაზე მოქნილი და დაბალპროცენტიანი სერვისი ფულადი გზავნილების მიმართულებით. ეს ორგანიზაციებია: 
RICO GRAMMONEYGRAMZOLOTAYA KORONA; WESTERN UNION; RIA;  CONTACT;    XPRESS MONEY;  WELSEND „რიკო ექსპრესი“ თითოეული ფინანსური ორგანიზაციის პირდაპირი პარტნიორია საქართველოში, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ულიმიტოდ მიიღოს ან გააგზავნოს ფული მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, დროის ნებისმიერ მონაკვეთში.


მოქნილი და მარტივი მომსახურების პირობებიდან გამომდინარე, რასაც „რიკო ექსპრესი“ საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს, დროის ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლებელია მიღებული თანხის კონვერტაცია იმ დროისთვის დაფიქსირებული ყველაზე მაღალი კურსით.


„რიკო-გრამ საბერძნეთი“


 „რიკო-გრამ საბერძნეთი“ - ფულადი გზავნილები საბერძნეთის მიმართულებით საქართველოში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით


2012 წლის მაისიდან „რიკო ექსპრესმა“ სისტემაში დანერგა ახალი სერვისი ფულადი გზავნილების მიმართულებით "რიკო-გრამ საბერძნეთი", რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა საბერძნეთში. საქართველოდან საბერძნეთის მიმართულებით თანხის გაგზავნის საკომისიო შეადგენს 0.8%-ს, საბერძნეთიდან საქართველოში თანხის გამოგზავნის საკომისიო ასევე არის 0.8 %


„რიკო-გრამ საბერძნეთი“  „რიკო ექსპრესის“ უნიკალური პროდუქტია, რომელიც ბაზარზე არსებული სხვა მიახლოებული სერვისებისგან გამოირჩევა. მომხმარებელს შეუძლია დროის უმოკლეს პერიოდში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით შეასრულოს ფულადი ოპერაცია (გადარიცხოს ან მიიღოს თანხა) და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მყისიერად, დროის მინიმალურ მონაკვეთში გადარიცხოს მისთვის სასურველი ოდენობის თანხა (სერვისი მომხმარებელს არ ზღუდავს თანხის მოცულობასა და ოდენობაში)

ოქროს თამასუქი
sesxi