რჩევები რიკოსგან: რა უნდა გავითვალისწინოთ სალომბარდე სესხის აღებისას?
05 ივნისი, 2019

სალომბარდე სესხის აღება შესაძლებელია როგორც ბანკებში, ასევე არასაბანკო, საფინანსო სექტორში. სესხის აღებისას გაითვალისწინეთ, რომ უზრუნველყოფაში დებთ თქვენთვის ღირებულ ნივთს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში არსებობს მისი დაკარგვის რისკი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობით მიუდგეთ სესხის აღებას და გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

 

საპროცენტო განაკვეთი; 

ჯარიმის ოდენობა 

გადახდის გრაფიკი 

სესხის გაცემის საკომისიო.

მარკეტინგული ხრიკები: სხვადასხვა ტიპის მომსახურების გადასახადი. 


სესხის აღებისას მნიშვნელოვანია დააზუსტოთ პირობები. რა საპროცენტო განაკვეთში იღებთ თანხას, რა ხარჯი გექნებათ ყოველთვიურად, აქვს თუ არა კრედიტს გაცემის საკომისიო და დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში რამდენი იქნება ჯარიმის ოდენობა. ამასთან, გაითვალისწინეთ თქვენი ფინანსური რესურსი და დაფიქრდით რამდენად შეძლებთ პროცენტის გადახდას არსებული შემოსავლის პირობებში.

გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემების დროს სალომბარდე სესხი გაგიწევთ დახმარებას. თანხის მიღებას მარტივად შეძლებთ და არ მოგიწევთ რიგი პროცედურების გავლა. თუ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხს არ გიმტკიცებენ, სალომბარდე კრედიტის საშუალებით მარტივად მიიღებთ საჭირო თანხას. 

თუმცა რიკო კრედიტი გთავაზობთ პირობებს, რომლებიც გაცილებით მარტივად ყოველგვარი საკომისიოს გარეშე აიღებთ სალომბარდე სესხს. 

 

რატომ არის რიკო კრედიტის მიერ შეთავაზებული სალომბარდე სესხი მეტად მარტივი და მოქნილი, ვიდრე სხვა? 

 

თითოეული პროდუქტი, ბაზარზე არსებული სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, გამოირჩევა საიმედოობით, მარტივი შეთავაზების ფორმით და მომხმარებლის შემოსავალზე მორგებული პირობებით. ნებისმიერი ტიპის სესხი, რომელსაც „რიკო კრედიტი“ გასცემს, ინდივიდუალურად მომხმარებლის კონკრეტულ თვიურ შემოსავალზეა მორგებული და მხოლოდ ამ პირობებიდან გამომდინარე განისაზღვრება კონკრეტული სესხის რაოდენობა და ტიპი, რათა ზუსტად იყოს განსაზღვრული სესხის ეფექტურობა, მომხმარებლის უფლებები და პირობები კი - დაცული. 

აღსაღნიშნავია, ის ფაქტიც რომ ფინანსურ ბაზარზე უამრავი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცდილობს მარკეტინგული ხრიკებით მომხმარებელს თვალი აუხვიოს და სხვადასხვა მომსახურების საკომისიო გადაახდევინოს ისე, რომ მან ეს ვერ შეიტყოს. 

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, უამრავი მცირე ლომბარდი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაკოტრების ზღვარს მიადგა, რის შემდეგაც მომხმარებლებს ნდობა გაუქრათ მსგავსი ორგანიზაციებისადმი, რადგან ვეღარ დაიბრუნეს თანხა თუ ნივთი, რომელიც მათ ანდეს. რიკო კრედიტი კი 1997 წლიდან ემსახურება მომხმარებლებს, ამით კი ყველაფერი ნათელია.  

ოქროს თამასუქი
sesxi