" ბანკების მსგავს შეღავათებს, მომხმარებლებს დიდი ხანია ვთავაზობთ " - მისო-ები ბანკების ინიციატივას აფასებენ
13 მარტი, 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური გუნდის ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა. გუშინ საბანკო სექტორმა კოორდინირებულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და მსესხებლებისთვის საშეღავათო პერიოდის შეთავაზება დაიწყო.

 

საქართველოს ბანკი მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი.

 

ასეთივე ინიციატივით გამოდის, „თიბისი“ ბანკიც, რომელიც ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესმსესხებელს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს. მათივე თქმით, საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მსგავსი შეღავათები მოკროსაფინანსო ორგანიზაციებს დიდი ხანია აქვთ და ეს მათთვის სიახლე არ არის.

 

„ჩვენც ვგეგმავთ თემის განხილვას თუ როგორ დავეხმაროთ უფრო მეტად ჩვენს კლიენტებს. ბანკებმა რაც გააკეთეს სამთვიანი შეღავათიანი პროცენტი, ჩვენ ეს პროდუქტი უკვე 5 წელია გვაქვს. ნებისმიერ სალომბარდე სესხზე გვაქვს 3 თვიანი შეღავათი, როცა იღებთ სესხს, თქვენი არჩევანის საფუძველზე შეგიძლიათ სამი თვე არ გადაიხადოთ და არც პროცენტი დაგერიცხებათ. ჩვენი მომდევნო ნაბიჯი იქნება, რომ თითოეულ კლიენტთან გვექნება ინდივადუალურად საუბარი თუ როგორ დავეხმაროთ უფრო მეტად“, - განაცხადა ლაშა ნიკოლაიშვილმა.

 

ოქროს თამასუქი
sesxi