როგორ გაიცემოდა სესხები ანტიკურ ხანაში?
სალომბარდე სესხი თანხის მიღების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და სწრაფი საშუალებაა, რომელიც შემოსავლის დასაბუთებას არ საჭიროებს. იპოთეკური და ბიზნეს სესხებისგან განსხვავებით, სალომბარდე სესხი მოკლევადიანია და როგორც წესი, უზრუნველსაყოფად ძვირფასი ნივთები გამოიყენება. სესხის მისაღებად რამდენიმე წუთია საჭირო, თუმცა არსებობს დეტალები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ. ამ სტატიაში გაგაცნობთ ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან რჩევას, რომლებიც სალომბარდე სესხის აღებისას უნდა გაითვალისწინოთ:
1. სალომბარდე სესხის აღებისას პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ, რამდენია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ხშირად სესხის გამცემი ორგანიზაციები დამატებითი გადასახადებისა და საკომისიოების ხარჯზე ზრდიან საკუთარ შემოსავლებს. ამასთან, კომპანიას შესაძლოა სხვა სახის ფარული ხარჯებიც ჰქონდეს, რიკოში ასეთი ხრიკები გამორიცხულია!
2. გაარკვიეთ, ფიქსირებულია თუ არა ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. მზარდი საპროცენტო განაკვეთი მზარდი ხარჯია, რაც კედელზე გამოკრულ რეკლამაში საერთოდ არ წერია. ამ მხრივ, ყველაზე სასურველი გარიგება კლებადი პროცენტია, როდესაც ყოველი შემდეგი გადახდისას იხდით დარჩენილი თანხის პროცენტს.
3. წინასწარ გაიგეთ, რა ოდენობის თანხის გამოტანა შეგეძლებათ თქვენი ნივთის უზრუნველყოფით, ამაში რიკოს სესხის კალკულატორი დაგეხმარებათ. ასევე გაარკვიეთ, თუ როგორ აფასებენ თქვენს ნივთს, რადგან, რაც უფრო ძვირად შეფასდება თქვენი ქონება, მით უფრო მეტ თანხას მიიღებთ.
4. კარგად გაარკვიეთ, რამდენია გადახდის საკომისიო. თუ ფულის ყოველ შეტანაზე დამატებით 2 ლარის გადახდა გიწევთ, თქვენმა საკომისიოს ხარჯმა 100 ლარსაც კი შეიძლება მიაღწიოს.
5. გაიგეთ, კიდევ რა უპირატესობები აქვს სესხის გამცემ ორგანიზაციას. მაგალითად, რიკო კრედიტის შემთხვევაში ასეთი უპირატესობებია: ყოველდღიური 24-საათიანი მომსახურება, უფასო SMS სერვისი, მარტივი გადახდის მექანიზმები როგორც სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ასევე ონლაინ, რიკოს ვებ-გვერდისა და პარტნიორი ორგანიზაციების ინტერნეტ ბანკინგის მეშვეობით.
დაბოლოს, ბონუს რჩევა! თუ სალომბარდე სესხის აღებას გეგმავთ, არჩევანი შეაჩერეთ იმ კომპანიაზე, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მომხმარებლის ხუთ რჩევას უკვე ითვალისწინებს. რიკო კრედიტი გთავაზობთ ქვეყანაში საუკეთესო სალომბარდე სესხებს, დაბალი და მუდამ ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით, ყოველგვარი ფარული ხარჯებისა და გადახდის საკომისიოს გარეშე.