12.5%-იანი სარგებელი ლარში - რა არის „ოქროს თამასუქი“? | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

თამასუქი

12.5%-იანი სარგებელი ლარში - რა არის „ოქროს თამასუქი“?

...

ლარი მყარდება, თუმცა „ოქროს თამასუქის“ საპროცენტო სარგებელი კვლავ ყველაზე სარფიანი 12.5%-ია, ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა არის ლარში თამასუქის შესაძენად საუკეთესო დროა. სარგებელი მაღალია, რისკები კი გაცილებით დაბალი. 

რა არის „ოქროს თამასუქი“?

„ოქროს თამასუქი“ „რიკო ექსპრესის“ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და უნიკალურ პროდუქტია, რომელიც ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ქართული ფინანსური სფეროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალსარგებლიან პროდუქტს წარმოადგენს.
პროდუქტის წარმატება ორგანიზაციის ფინანსურმა სტაბილურობამ და მრავალწლიანმა პროფესიულმა საქმიანობამ განაპირობა. ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, დროთა განმავლობაში გამყარდა თამასუქისადმი ნდობა, შედეგად გაიზარდა როგორც პროდუქტზე მოთხოვნა, ასევე მომხმარებლის საპროცენტო სარგებელიც.

რატომ უნდა ვიყიდოთ „ოქროს თამასუქი“?

როგორც წესი ოქროს თამასუქის შემოთავაზება ბაზარზე ყოველთვის ყველაზე სარფიანი და მომგებიანია. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში ლარის გამყარებასთან ერთად, ოქროს თამასუქის საპროცენტო განაკვეთი არ შეცვლილა. 

დღეს ლარში დახურული თამასუქი 12.5%, ხოლო ღია თამასუქი 10.5%-ში გაიცემა.

რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ლარში დახურული თამასუქის გაფორმების შემთხვევაში გაცილებით მეტი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი. 

რაც შეეხება დოლარს, ოქროს თამასუქის შემოთავაზება დოლარშიც უპრეცედენტოა: დახურულისთვის 4% ღია თამასუქისთვის კი 2%.

რატომ უნდა ავირჩიოთ „რიკო ექსპრესი“?

ოქროს თამასუქის სანდოობა „რიკო ექსპრესის“ ფინანსური სიძლიერითა და სანდოობით არის გამყარებული. კარგად მოგეხსენებათ, რომ კომპანიის ნდობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გამჭვირვალე, სანდო და სტაბილური ფინანსური მდგომარეობაა, რომელიც წარმატებით უმკლავდება ნებისმიერ გამოწვევას. 1997 წლიდან მოყოლებული კომპანია წარმატებით უმკლავდება ყველა ეკონომიკურ გამოწვევას. კორონავირუსის პანდემიის დროსაც კი, კომპანიამ 2020 წელს 50.5 მილიონიანი, ხოლო 2021 წელს 48.7 მილიონიანი მოგება მიიღო. შედეგად კი, „თიბისისა“და „საქართველოს ბანკის“ შემდეგ, ქვეყნის მესამე ყველაზე მომგებიან ფინანსურ ორგანიზაციას წარმოადგენს.

2015 წლიდან „რიკო ექსპრესი“ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან აუდიტორულ კომპანია „ერნსტ ენდ იანგთან“ (Ernst & Young), კომპანიაში დაგირავებული ძვირფასეულობა კი, დაზღვეულია Loyd’s-ის საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფში. ყოველივე ეს დამატებით ზრდის ორგანიზაციის სანდოობასა და სტაბილურობას.

როგორია თამასუქის პირობები ?

„რიკო ექსპრესი“ გასცემს ღია და დახურული ტიპის თამასუქს. ამ ორ პირობას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი განასხვავებს - ღია თამასუქით სარგებლობისას სრული თანხის გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, დახურული თამასუქის შემთხვევაში კი - 3 თვის შემდეგ. 
რაც შეეხება საპროცენტო სარგებელს, „ოქროს თამასუქის“ პირობები შემდეგნაირია:

დახურული თამასუქისთვის, ლარში, 12.5% (3 თვიანი ვადით), ხოლო დოლარში -  4% (12 თვიანი ვადით).

ღია თამასუქისთვის − ლარში 10,5%, ხოლო დოლარში − 2%. 

„ოქროს თამასუქის“ მინიმალური ღირებულება შეადგენს 100 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, ხოლო მაქსიმალური ლიმიტი არ არის დადგენილი.

იმისათვის, რომ გაიგოთ, ზუსტად რა სარგებელს მიიღებთ „ოქროს თამასუქით“ სარგებლობისას, იხილეთ „რიკო ექსპრესის“ თამასუქის კალკულატორი, მიუთითეთ სასურველი თანხა და მონიშნეთ თამასუქის პირობები.
 

სხვა სტატიები სრული არქივი