პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში „პოლიტიკა“) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრული წესით და ფარგლებში, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესის“ (ს/ნ:205034639, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №70)(შემდგომში - „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია“, „ორგანიზაცია“„კომპანია“ ან/და „ჩვენ“) მიერ პერსონალური მონაცემების (შემდგომში - „მონაცემები“)დამუშავების გამჭირვალობას,თქვენთვის ფინანსური პროდუქტის მოწოდების/მომსახურების გაწევის მიზნით, შემდგომში გარიგების დასადებად. ჩვენ აღნიშნული დოკუმენტის მიზნებისთვის, ვმოქმედებთ როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი.მიკროსაფინანსო ორგანიზაციაპასუხისმგებლობით ეკიდება თქვენი პერსონალური მონაცემების და კონფიდენციალური მონაცემების (მათ შორის და არა მარტო, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, ფინანსურ ინფორმაციას, ინფორმაციას უძრავი ქონების შესახებ) დაცვის საკითხს და ვესწრაფვით დავიცვათ არა მარტო„პერსონალურ მონაცემთადაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, არამედ, ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თქვენ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებით და ამავე კანონით განსაზღვრული საფუძვლებით. ჩვენ ვამუშავებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რაც აუცილებელია კანონიერი მიზნების მისაღწევად.
თქვენი მონაცემების დამუშავებისას, დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების ყველა პრინციპი.
ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ თქვენ მონაცემებს და ამისათვის დანერგილი გვაქვს სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომები.
აღნიშნული დოკუმენტით გაგიზიარებთ ინფორმაციას, თუ რა საფუძვლ(ებ)ით და მიზნ(ებ)ით ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და როგორ ვიცავთ მათ, ასევე მოგაწვდით ინფორმაციას თქვენი უფლებების და მათი დაცვის საშუალებების შესახებ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც გვეხმარება ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფაში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი წარმოადგენს მთავარ საკონტაქტო პირს მონაცემთა სუბიექტებისათვის.
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესი“ უფლებამოსილია, მოახდინოს ამ პოლიტიკის მოდიფიცირება საკუთარი შეხედულების საფუძველზე, ნებისმიერ დროს, ვებგვერდზე მისი გამოქვეყნებით თუ მომხმარებლისთვის მისი სხვაგვარად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. ამ პოლიტიკის განახლებული ვერსია ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.
თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემების სიზუსტეზე და საჭიროების შემთხვევაში უნდა გვაცნობოთ მათი ცვლილების შესახებ.
პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
ჩვენ ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ და ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს, რომელთაც თქვენ მოგვაწვდით მომსახურების მოთხოვნის პროცესში, ჩვენი ფინანსური პროდუქტის ან/და მომსახურების მიღების მიზნით, მონაცემები შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ჩვენ ვამუშავებთ, მათ შორის,ვაგროვებთ დავინახავთ თქვენს შესახებ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მოცულობით ვიღებთ:
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ჩვენ ვამუშავებთ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, თქვენთვის ფინანსური პროდუქტის მოწოდების/მომსახურების გაწევის მიზნით, კერძოდ:
ორგანიზაციის „ცხელი ხაზის“ საშუალებით აუდიომონიტორინგის განხორციელების წესის შესაბამისად, ჩვენ ვამუშავებთ, ვიწერთ და ვინახავთ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „ცხელ ხაზზე“, თქვენ მიერ განხორციელებულ ზარს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს თქვენს:
ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესის შესაბამისად, ჩვენ ვამუშავებთ, ვიწერთ და ვინახავთვიდეომონიტორინგის შედეგად განხორციელებულ ჩანაწერებს. ორგანიზაციაში უწყვეტად მიმდინარეობს (24 საათიანი) ვიდეომონიტორინგი, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის სისტემის საშუალებით.
ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესი უზრუნველყოფს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით განსაზღვრული თქვენი / მონაცემთა სუბიექტის უფლებების ხელმისაწვდომობას.
აუდიომონიტორინგის განხორციელების წესის შესაბამისად, ჩვენ ვამუშავებთ, ვიწერთ და ვინახავთ აუდიომონიტორინგის შედეგად განხორციელებულ ჩანაწერებს. ორგანიზაციაში უწყვეტად მიმდინარეობს (24 საათიანი) აუდიომონიტორინგი, შიდა და გარე პერიმეტრზე (სალაროებთან)ვიდეომონიტორინგის სისტემის საშუალებით.
აუდიომონიტორინგის განხორციელების წესი უზრუნველყოფს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით განსაზღვრული თქვენი / მონაცემთა სუბიექტის უფლებების ხელმისაწვდომობას.
საჯარო წყაროებში თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია
მომხმარებლის შესახებ კომპანიის მიერ შექმნილი მონაცემები (მაგალითად, მომხმარებლის უნიკალური იდენტიფიკატორი).
ვებგვერდის, სოციალური ქსელების ან/და სხვა საკომუნიკაციო საშუალებით, ჩვენ ვამუშავებთ და ვინახავთ მონაცემებს, რომელთაც თქვენ მოგვაწვდით კონსულტაციის მიღების მიზნით. ამგავრი მონაცემებია:
ჩვენ ვიყენებთ შეგროვებულ თქვენთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნით:
თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი კანონიერი საფუძვლით, საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფარგლებითა და წესით.
მონაცემები | საფუძველი |
---|---|
პერსონალური მონაცემები - სახელი, გავრი, პირადი ნომერი, პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ნომერი, გაცემის თრიღი, მოქმედების ვადა, სქესი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია - მისამართი (რეგისტრირებული, ფაქტობრივი), ტელეფონის ნომერი, ინფორმაცია ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის შესახებ. | მონაცემთა სუბიექტის თანხმობით, მომსახურების გაწევის მიზნით, განცხადების განხილვა, შემდგომში გარიგების დასადებად; კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულება1; |
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი - პოლიტიკური შეხედულების შესახებ, პირის სტატუსი სისხლის სამართლის პროცესში. | კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული დანაშაულების თავიდან აცილება2. |
აუდიომონიტორინგის პროცესში, პერსონალური მონაცემები - ხმა, სახელი, გავრი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი; ფინანსური მონაცემი - ინფორმაციას რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ პროდუქტთან. | კომპანიის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი -კანონმდებლობითდაკისრებული მოვალეობის შესრულება3. |
ვიდეომონიტინგის შედეგად შეგროვებული პერსონალური მონაცემი. | კომპანიის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი - კანონმდებლობის დაკისრებული მოვალეობის შესრულება4. |
ელექტრონული კომუნიკაციის, მათ შორის, სოციალური ქსელების და ვებგვერდის საშუალებით მიღებული მონაცემები - სახელი, გვარი,ელექტრონული ფოსტის მისამართი, პირადი ნომერი, ინფორმაცია რომელიც დაკავშირებულია პროდუქტთან. | კომპანიის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი -სუბიექტის დატოვებული მოთხოვნის განხილვა, კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება5. |
1 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ა" „ბ“, „გ“, „დ“ „კ“ ქვეპუნქტები;
2 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტები;
3 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "დ", "ი“ ქვეპუნქტები;
4 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, "დ", "ი“ ქვეპუნქტები;
5 „პერსონალურმონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "დ", "ი“და „კ“ქვეპუნქტები;
ჩვენ შეგვიძლია თქვენი მონაცემები გადავცეთ მესამე მხარეებს, შემდეგი მიზნით:
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თქვენს შესახებ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს ინახავს უსაფრთხოდ. პერსონალური მონაცემების ფიზიკურად შეგროვების შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გამოყოფილ დაცულ ადგილას, მათზე წვდომა აქვს მხოლოდ ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომლებს. მონაცემების ელექტრონულად მიღებისა და დამუშავების შემთხვევაში, თქვენი მონაცემები ინახება Google Cloudსერვერებზედა შესაბამისად, მიღებულია მონაცემთა უსაფრთხოების სათანადო ორგანიზაციული, ტექნიკური და სამართლებრივი ზომები.
თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ჩვენს შორის საქმიანი ურთიერთობის დასრულებიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში:
თქვენი მონაცემების შენახვისთვის შესაძლებელია განსაზღვრული იყოს 10 წელზე მოკლე ვადა, პროცესიდან გამომდინარე, მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს მოთხოვნების დაცვის მიზნით.
თქვენი მონაცემების შენახვა შესაძლებელია მოხდეს 10 წელზე მეტი ვადით იმ შემთხვევაში, თუ მოკლებული ვართ მისი წაშლის შესაძლებლობას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გამო.
რაც შეეხება თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ:
თქვენ გარანტირებული გაქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს კონსულტაციისთვის და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვებგვერდზე და ასევე მითითებულია წინამდებარე პოლიტიკის დასასრულს.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.უფლების შეზღუდვის საფუძვლების არსებობისას, ორგანიზაციის გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს ეცნობება იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.
ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას თქვენი პერსონალური მონაცემთა დაცვისთვის, რაც აუცილებელია „პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით. პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მკაცრად არის დაცული და მხოლოდპირველი რგოლის მენეჯმენტის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთპერსონიფიცირებული წვდომა. აღნიშნულ თანამშრომლებს წვდომა აქვთ თქვენი პერსონალური მონაცემების მხოლოდ იმ მოცულობაზე, რაც აუცილებელია მათი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის. ამასთან, მათ აქვთ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, რაც მათი შრომითი ხელშეკრულების არსებითი და ძირითადი შემადგენელი ნაწილია.
ჩვენ მივიღებთ აუცილებელ და საკმარის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი ინფორმაცია არაავტორიზებული ან შემთხვევითი წვდომისგან, განადგურებისგან, მოდიფიკაციისგან, დაბლოკვის, კოპირების, გავრცელებისგან, ასევე მესამე მხარის სხვა უკანონო ქმედებებისგან.
ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი კიბერდამნაშავეებისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებებით განპირობებული თქვენი პერსონალური მონაცემების სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვაზე.
თუკი გაქვთ შეკითხვები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკისა თუ პერსონალური მონაცემების დაცვის ჩვენეულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე:
ელექტრონული ფოსტა:
service@rico.ge
ტელეფონის ნომერი:
+995 322 29 29 29
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - შპს მონაცემთა დაცვის გუნდი (ს/კ 402303093)
საკონტაქტო ინფორმაცია:
dptinfo@proton.me
ჩვენ, შესაძლოა, აღნიშნულ დოკუმენტში პერიოდულად შევიტანოთ ცვლილებები. განახლებული დოკუმენტი ცვლილების თარიღის მითითებით გამოქვეყნდება ჩვენს ვებ. გვერდზე.
თარიღი: 01.03.2024