სალომბარდე სესხი | Rico Credit Skip to main content

სალომბარდე სესხი

ლომბარდი რიკო ექსპრესში

რიკო სტანდარტი

„რიკო ექსპრესი“ ფინანსური სფეროს წამყვანი ორგანიზაციაა, რომლის სალომბარდე სესხიც მომხმარებელზე ორიენტირებული და სარფიანი შემოთავაზებებით გამოირჩევა. ამ გვერდზე გაიგებთ თუ რას გთავაზობთ „რიკო ექსპრესი“ რითი გამოირჩევა რიკოს სალომბარდე პირობებს სხვა ლომბარდებისგან. 

1.    ლომბარდი ფარული ხარჯების გარეშე

„სესხი ფარული ხარჯების გარეშე“ „რიკო ექსპრესის“ მთავარი ლოზუნგია - რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი იხდის ზუსტად იმდენს, რამდენსაც დაგეგმავს - რიკოში ლომბარდით სარგებლობისას მომხარებელი არ იხდის არც SMS საკომისიოს და არც გადავადებისა და გადახდის საკომისიოს, რაც საბანკო და მიკროსაფინანსო სფეროში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. 

სესხის დაფარვისას გადაიხდით მხოლოდ ძირს და პროცენტს, „რიკო ექსპრესში“ საკომისიოს აპარატში თანხის შეტანისასაც კი არ გადაიხდით!

2.    ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი

რიკოში საპროცენტო განაკვეთი მუდამ ფიქსირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი შემდეგი გადახდისას პროცენტი უცვლელი რჩება. ძირის დაფარვასთან ერთად კი, პროცენტის სახით უფრო და უფრო ნაკლებ თანხას გადაიხდით. 

ნუ გაგიკვირდებათ თუ სხვა კომპანიები პორტირებას და უფრო დაბალ საპროცენტო სარგებელს შემოგთავაზებენ - როგორც წესი ასეთ დროს კომპანებს აქვთ ერთგვარი „ფასდაკლების აქციები“რაც იმას ნიშნავს, რომ თავიანთ ბუმბერაზ საპროცენტო განაკვეთს დროებით დაბლა წევენ, აცხადებენ - ჩვენთან საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალიაო, თუმცა 1-2 თვეში აქცია მთავრდება და ისევ მაღალი საპროცენტო განაკვეთს აბრუნებენ.

ჩვენთან ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 1.5%-ია, (წლიური ეფექტური 19.6%) რომელიც მუდამ ფიქსირებულია და არასდროს იცვლება!

3.    ნივთის საუკეთესო შეფასება

„რიკო ექსპრესში“ თქვენი ნივთი ყველაზე სარფიანად შეფასდება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ტრადიციულად „რიკო ექსპრესს“ ოქროს ვერცხლის და ბრილიანტის ყველაზე მაღალი შეფასებას გთავაზობთ. ხოლო ოქროსთან და ვერცხლთან ერთად, „რიკო ექსპრესში“ შესაძლებელია ბრილიანტის შეფასებაც, რაც სალობარდე ბაზარზე იშვიათობაა.

4.    მოხერხებული ლომბარდი

„რიკო ექსპრესის“ „მოხერხებული ლომბარდი“ საშუალებას გაძლევთ თქვენ თვითონ განსაზღვროთ გადახდის პირობები. „მოხერხებული ლომბარდით“ სარგებლობისას თავად აირჩევთ თუ რა სიხშირით დაფაროთ სესხი - თვეში ერთხელ, ორთვეში ერთხელ თუ სამთვეში ერთხელ. 

5.    მოქნილი ლომბარდი

რიკოს ლომბარდი პირდაპირი გაგებით არის მოქნილი - თუ სესხი სახლიდან შორს, სხვა ქალაქში აიღეთ, სადარდებელი არაფერი გაქვთ - რიკო ექსპრესი სესხის დაფარვისას კუთვნილ ნივთს საქართველოს მასშტაბით სასურველ ფილიალში ჩამოგიტანთ.

6.    მოხერხებული გადახდა

რიკოში სალომბარდე სესხის დაფარვა ყველაზე მარტივია - თანხის დასაფარად შეგიძლიათ გამოიყენოთ რიკო ექსპრესის და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატები, თანხის გადახდა ასევე შესაძლებელია „რიკო ექსპრესის“ ვებგვერდიდან და „თიბისის ონლაინ ბანკის“ მეშევეობით. 

7.    ყოველდღიური მომსახურება - ვმუშაობთ  დასვენების დღეებშიც 

„რიკო ექსპრესის“ ფილიალები მუშაობს ყოველდღე, დილის 4-დან საღამოს 11 საათამდე, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის შემდეგ კი ტრადიციულად 24/7-ზე რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

მაშ ასე, თუ სესხის აღებას გადაწყვეტთ უკვე იცით თუ სად არის ლომბარდის ყველაზე სარფიანი შემოთავაზებები, მაგრა მაინც, მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი რჩევები, რომლებიც სალომბარდე სესხის აღებისას აუცილებლად უნდა იცოდეთ.

გამოთვალე წინასწარ

გაიგე პირობები ჩვენი კალკულატორებით

ვალუტის კურსები

გადაახურდავე საუკეთესო პირობით
ყიდვა გაყიდვა
USD 3.1300 3.1400
EUR 3.6440 3.6590
RUR 0.0432 0.0452
ILS 0.9060 1.0460
GBP 4.3130 4.3530
TRY 0.3170 0.3570
CHF 3.3880 3.4280
CAD 2.3880 2.5380
AED 0.7540 0.9540
AMD 0.0063 0.0069
AZN 1.7940 1.8940

დამიკონვერტირე